დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 25/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №350
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №1-1/932 ბრძანება ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები