დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ი. ჩოგოვაძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 25/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №349
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ი. ჩოგოვაძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ
1. დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე საქართველოს წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში.
2. გათავისუფლდეს ალექსი ალექსიშვილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) აცნობოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.
4. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 მაისის №177 განკარგულება „ა“ ალექსიშვილის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები