დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 1991-1992 წლებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი კონფლიქტის გამო ბორჯომის რაიონიდან დროებით გადაადგილებულ პირთა უკან დაბრუნების პრობლემის მოგვარების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 11/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №336
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
1991-1992 წლებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი კონფლიქტის გამო ბორჯომის რაიონიდან დროებით გადაადგილებულ პირთა უკან დაბრუნების პრობლემის მოგვარების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. 1991-1992 წლებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი კონფლიქტის გამო ბორჯომის რაიონიდან დროებით გადადგილებულ პირთა უკან დაბრუნების პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან, BMZ-სთან (ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) შემდგომი მოლაპარაკების გამართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ღუღუნიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
დავით გვათუა - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ზაქარია გოგუაძე - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ეკატერინე ედიბერიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
კონსტანტინე ვარძელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი კაკუბერი - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
ზურაბ მეზურნიშვილი - სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილების უფროსი
ალექსანდრე მოვსესიანი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის განყოფილების უფროსი
თამარ შუბლაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები