დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 04/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №329
2005 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოში 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ცხინვალის რეგიონში დაინგრა და დაზიანდა ერედვის, ქურთისა და თიღვის თემების მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით დაზარალდა ერედვის თემის სოფელ ბელოთის მოსახლეობა. მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა მთლიანად დაანგრია 95 სახლი.
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საბინაო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის მიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მიხეილ ქარელს:
ა) უმოკლეს ვადაში წარუდგინოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიები და სათანადო დოკუმენტაცია;
ბ) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად დაუწესოს კონტროლი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები