დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 16/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №311
2005 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების“ ფარგლებში პროექტის მომზადების ხარჯების დაფინანსების მიზნით.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები