„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის №286 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის №286 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 13/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
297
13/07/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 13/07/2005
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის №286 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №297

2005 წლის 13 ივლისი

. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის 286 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის 286 განკარგულებაში და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კ. ბენდუქიძემ:

ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

ბ) 2005 წლის 25 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შეჯერებული ვარიანტი.

2. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ რეკომენდაციები და წინადადებები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ და 2005 წლის 10 აგვისტომდე წარუდგინონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი