საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016159
  • Word
1521
31/10/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
000000000.00.003.016159
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1521

2013 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

1. საქართველოს  პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით შეიქმნას ინაუგურაციის ცერემონიის საორგანიზაციო  კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მაია ფანჯიკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ალასანია – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

მაია ცქიტიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

ნიკოლოზ ყანდიაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

კარლო ცქიტიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პროტოკოლის სამსახურის უფროსი

ანზორ ჩუბინიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზვიად ძიძიგურს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს

ირინე იმერლიშვილს – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს.

3. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას.

4. კომისიამ შეიმუშაოს ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა პროგრამა და უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფების შექმნა ამ პროგრამის განხორციელებისათვის.

პრემიერ-მინისტრი                         ბ. ივანიშვილი