დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 02/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202
2006 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის № 49ა-ში მდებარე 2324 კვ.მ საერთო ფართობის № 1 შენობა-ნაგებობა და 1657 კვ.მ საერთო ფართობის (მათ შორის სარდაფი 336 კვ.მ) № 2 შენობა-ნაგებობა, აგრეთვე მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები