დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016156 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1505
2013 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურმა ნარკოტიკების საძიებო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ძაღლების საზღვარგარეთ შეძენის, მათი ჩამოყვანის და უცხოელი ექსპერტების მიერ სპეციალური ტრეინინგების ჩატარების მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები