საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
286
07/07/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №286

2005 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ

მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების, კორუფციაზე სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაგირების გააქტიურებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ივნისის №550 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია):

ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

ბ) 2005 წლის 25 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შეჯერებული ვარიანტი.

2. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ რეკომენდაციები და წინადადებები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ და 2005 წლის 10 აგვისტომდე წარუდგინონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი