საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016171
  • Word
1503
30/10/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
000000000.00.003.016171
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1503

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იუ ­რიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომ ­სახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადასცეს ფიზიკურ და კერძო სა ­მართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში არა უმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული უძრავი ან/და მოძრავი ქონება.

2. სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემის შემთხვევაში, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით განსაზღვროს სააგენტომ „სახელ ­მწი ­ფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფა ­სუ ­რისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის და ­მ ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექ ­ტემ ­ბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირ ­ვე ­ლი პუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი