საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016171
  • Word
1503
30/10/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
000000000.00.003.016171
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1503

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იუ ­რიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომ ­სახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადასცეს ფიზიკურ და კერძო სა ­მართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში არა უმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული უძრავი ან/და მოძრავი ქონება.

2. სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემის შემთხვევაში, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით განსაზღვროს სააგენტომ „სახელ ­მწი ­ფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფა ­სუ ­რისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის და ­ ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექ ­ტემ ­ბრის 898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირ ­ვე ­ლი პუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი            . ივანიშვილი