დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მეგა სერვის ცენტრის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1501 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016155 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1501
2013 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ მეგა სერვის ცენტრის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს ,,მეგა სერვის ცენტრი“ (ს/კ 202429942), 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხუცუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. კინტრიშზე, განახორციელოს 100 000 (ასი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| I უბანი | ||
| 1 | 735763 | 4631736 |
| 2 | 735947 | 4631582 |
| 3 | 736012 | 4631501 |
| 4 | 736041 | 4631527 |
| 5 | 735814 | 4631777 |
| 6 | 735674 | 4631884 |
| 7 | 735623 | 4631843 |
| S=2.64 ჰა; | ||
| № | X | Y |
| II უბანი | ||
| 1 | 737064 | 4631396 |
| 2 | 737061 | 4631342 |
| 3 | 736901 | 4631357 |
| 4 | 736919 | 4631416 |
| S= 0,88 ჰა; | ||
| № | X | Y |
| III უბანი | ||
| 1 | 737064 | 4631 396 |
| 2 | 737061 | 4631 342 |
| 3 | 73 7125 | 4631 336 |
| 4 | 73 7244 | 4631 350 |
| 5 | 7 37215 | 4631 441 |
| 6 | 73 7115 | 4631 389 |
| S= 1.16 ჰა; | ||
| № | X | Y |
| IV უბანი | ||
| 1 | 737599 | 4631 584 |
| 2 | 737355 | 4631 519 |
| 3 | 73 7240 | 4631 464 |
| 4 | 73 7305 | 4631 406 |
| 5 | 7 37464 | 4631 495 |
| 6 | 73 7613 | 4631 539 |
| S=2.20 ჰა. | ||
2. შპს „მეგა სერვის ცენტრმა“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს „მეგა სერვის ცენტრი“ ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად.
4. შპს „მეგა სერვის ცენტრმა“ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.
5. შპს „მეგა სერვის ცენტრმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
6. შპს „მეგა სერვის ცენტრის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები