სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016154
  • Word
1499
30/10/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
000000000.00.003.016154
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1499

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 1 1 490 00 0 (თერთმეტი მილიონ ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტს - 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას - 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი ;

დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი)

ლარი;

ე) ვანის მუნიციპალიტეტს - 1 040 000 (ერთი მილიონ ორმოცი ათასი) ლარი;

ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

ზ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;

თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს - 460 000 (ოთხას სამოცი ათასი) ლარი;

ი) ონის მუნიციპალიტეტს - 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

კ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს - 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი;

ლ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 110 000 (ას ათი ათასი) ლარი;

მ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს - 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნივნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

3. ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                      . ივანიშვილი