დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოფლებთან მისასვლელ იმ დაზიანებულ გზებზე, რომლებიც არ შედიან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 283 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №283
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სოფლებთან მისასვლელ იმ დაზიანებულ გზებზე, რომლებიც არ შედიან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების შესახებ
2005 წლის აპრილ-ივნისში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზები, რომლებიც არ შედიან საერთო სარგებლობის გზების ქსელში, რის გამოც დღემდე შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გართულებულია სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება.
ზემოაღნიშნული პრობლემების სასწრაფოდ გადაწყვეტის მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დადგენილი წესით დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განკარგულების დანართში მითითებულ გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად საჭირო სამუშაოთა განხორციელება.
2. შესაბამისმა სტრუქტურებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა ამ განკარგულების უმოკლეს დროში შესას-რულებლად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
სოფლებთან მისასვლელი იმ დაზიანებული გზების ნუსხა, რომლებიც არ შედიან საერთო სარგებლობის გზების ქსელში ყაზბეგის რაიონი
1. ახალციხე-ართხმო-მიგუდის საავტომობილო გზა
2. სოფ. მუხათთან მისასვლელი გზა
მესტიის რაიონი
1. სოფ. იდლიანთან მისასვლელი გზა
2. სოფ. ხევრასთან მისასვლელი გზა
3. სოფ. ეცერთან მისასვლელი გზა
დუშეთის რაიონი
1. სოფ. ჭოპორტთან მისასვლელი გზა და ხიდი
2. სოფ. ვარსიმაანთკართან მისასვლელი გზა
3. სოფ. პირმისაანთკართან მისასვლელი გზა
4. სოფ. შირაანთან დამაკავშირებელი ხიდი
5. სოფ. ხორხთან მისასვლელი გზა
6. სოფ. ხარტიშოშთან მისასვლელი გზა
7. სოფ. ანანურთან ხიდი და მისასვლელი გზები
8. სოფ. ჭივილიანებთან მისასვლელი გზა და ხიდი
9. სოფ. დოლასქედთან მისასვლელი გზა და ხიდი
10. სოფ. ოშპიტალთან დამაკავშირებელი ხიდი
11. ქვეშეთის საკრებლოსთან დამაკავშირებელი საავტო მობილო ხიდები
12. სოფ. საშაბუროსთან მისასვლელი გზა
13. სოფ. ჭიკაანთან მისასვლელი გზა
14. სოფ. მუქოსთან მისასვლელი გზა
15. უძურაურთა-ირემთკალოს საავტომობილო გზა
16. ატაბე-წინხადოს საავტომობილო გზა
17. ბუჩუკურთა-უკანახოს საავტომობილო გზა
18. უკანაფშავი-წყაროსთავის საავტო მობილო გზა
19. სოფ. ხომთან მისასვლელი გზა
20. სოფ. ღულთან მისასვლელი გზა
წყალტუბოს რაიონი
1. სოფ. მამაწმინდასთან მისასვლელი გზა და ხიდი
საჩხერის რაიონი
1. სოფ. ცხომარეთთან მისასვლელი გზა
2. სოფ. უზუნთასთან მისასვლელი ხიდი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები