ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

  • Word
ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 30/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
273
30/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 30/06/2013
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №273

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის მიზნით:

1. ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების დაბა ფასანაურის, ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლებისთვის შესაბამისად სს „ ყაზბეგიგაზის“ და „ დუშეთ-გაზის“ მიერ 2005 წლის აპრილ-მაისში მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 877 060 (რვაას სამოცდაჩვიდმეტი ათას სამოცი) ლარი, მათ შორის „ ყაზბეგიგაზის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ანგარიშში სს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის გადასარიცხად – 778 657 (შვიდას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, ხოლო სს „ დუშეთგაზისათვის“ – 98 403 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამი) ლარი.

2. სს „ ყაზბეგიგაზმა“ და სს „ დუშეთგაზმა“ უზრუნველყონ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირბისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხის ასახვა შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებზე.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი