მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
270
30/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
000000000.00(0).000.000000
მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №270

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მიმდინარე წლის 31 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მდ. ენგურში დაიღუპა 11 კაცი. სამაშველო ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საწვავით დახმარება მდ. ენგურის 75 კმ-ის მონაკვეთზე დაღუპულთა ძებნის გასაგრძელებლად. ამ მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის რაიონის გამგეობისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გამოყოფა საწვავის შესაძენად.

2. მესტიის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს ბენზინის შეძენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი