საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

  • Word
საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
369
30/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №269

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

1. საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში შეიქმნას შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) ორმხრივი რეგიონალური თანამშრომლობისა და ნორმატიული ბაზის განვითარების ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე);

ბ) შავი ზღვის ფსკერზე უკრაინის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის გაყვანის შესაძლებლობის შემსწავლელი ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ მამათელაშვილი);

გ) მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე კახა სეხნიაშვილი);

დ) სასოფლო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან დეკანოიძე);

ე) ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი სულხანიშვილი);

ვ) მხარეების ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე საკუთრების უფლებების ცნობის ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია).

2. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ჯგუფების დაკომპლექტება და უმოკლეს დროში თავიანთი მიმართულებების მიხედვით დაიწყონ შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი