დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 24/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №73
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ სოფელ დგვარში მომხდარი მეწყრის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად (გამოყოფილი სათანადო თანხები და სხვა) მოსახლეობის განსახლების საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი.
1. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯამბულ ბაკურაძე -საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის
განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
ივანე გელაშვილი - ბორჯომის რაიონის გამგებელი
გრიგოლ გობეჯიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გენრიხ მურადიანი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ხაჩიძე - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში
ჯამბულ ხოზრევანიძე - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.
2. კომისიამ 15 დღეში წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი წინადადებანი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები