დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 23/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №260
2005 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ
მიმდინარე წლის ივნისში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობისათვის გადაუდებელი სასურსათო დახმარების გაწევის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გამოყოფა სურსათის შესაძენად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები