დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5860 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 25/03/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.001.003.142 |
საქართველოს კანონი
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის 2008 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ კრედიტებზე (სესხებზე), ჯამში არა უმეტეს 100 000 000 ლარისა, რომელთა დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 12 მარტი.
№5860–Iს
დოკუმენტის კომენტარები