საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 15/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
250
15/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 15/06/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250

2005 წლის 15 ივნისი

. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული საფინანსო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.

2. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის 135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში დადებული საფინანსო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი