დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 13/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №242
2005 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
1. აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადასაჭრელად დაკომპლექტდეს სამუშაო ჯგუფები ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბებულ შემდეგ მიმართულებათა მიხედვით:
ა) დევნილების დაბრუნების საკითხები;
ბ) აფხაზეთის მონაკვეთზე გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხები;
გ) ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხები.
2. სამუშაო ჯგუფების მუშაობის კოორდინაციისა და სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ხაინდრავა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
ირაკლი ალასანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,
საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხებში
მერაბ ანთაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ეთერ ასტემიროვა - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
გიორგი ლორია - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო
და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების უფროსი.
3. მიეცეს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას, რომ განსაზღვროს აღნიშნული სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები