დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 10/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
240
10/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 10/06/2005
000000000.00(0).000.000000
დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №240

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დუშეთის რაიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათით გადაუდებელი დახმარების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას გამოუყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

2. დუშეთის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს სურსათის შეძენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი