„ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 07/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
229
07/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 07/06/2005
000000000.00(0).000.000000
„ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №229

2005 წლის 7 ივნისი

. თბილისი

„ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ენერგოსისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და დამატებითი სიმძლავრეების საექსპლუატაციოდ გადაცემის მიზნით საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგნებებში გარკვეული თანხა გათვალისწინებულია ჰიდროელექტროსადგურ სს ,,ხრამი-2 -ის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად. თანხის დადგენილ ვადაში ათვისების დასაჩქარებლად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის 196 განკარგულების შესასრულებლად ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან ,,ხრამჰესი-2 -ის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფარავად გამოყოფილი 3,6 მლნ ლარის მიმართვა საკრედიტო რესურსად და გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ ,,ენერგოგენერაციასთან ზემოაღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. სსიპ ,,ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტის გაფორმება ჰიდროელექტროსადგურ ,,ხრამი-2 -ის №2 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მიზნით.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ზემოაღნიშნული განკარგულებისა და მემორანდუმის მიხედვით ,,ხრამჰესი-2 კისრულობს ვალდებულებას:

– უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ,,ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდგომ სარეა-ბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტის გადაწერა ტპკპ - 1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული კონტრაქტის შესაბამისად;

– უზრუნველყოს ,,საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტისათვის ტპკპ - 1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა დასრულებისა და მისი სს ,,ხრამჰესი-2 -ისათვის გადაბარების შემდგომ;

ბ) შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა შეასრულეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით გათვალისწინებული დავალება ,,ხრამი-2 -ის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე, აგრეთვე მემორანდუმით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, სსიპ ,,ენერგოგენერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სს ,,საქენერგორემონტმა და სს ,,ენერგოსერვისმა შემჭიდროებულ ვადებში წარმატებით შეასრულეს ,,ხრამი-2 -ის №1 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური შეკეთებისა და ამ ობიექტზე არსებული ახალი ტრანსფორმატორების რეაბილიტაცია-ინსტალაციის, აგრეთვე №2 ჰიდროაგრეგატისა და სათანადო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი