ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
228
06/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 06/06/2005
000000000.00(0).000.000000
ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №228

2005 წლის 6 ივნისი

. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სს ,,საქრუსენერგოს საიმედო ფუნქციონირებას. აღნიშნული საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და 2005-06 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის ,,კავკასიონის 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მოსამზადებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2005-06 წლის შემოდგომა- ზამთრის პერიოდისათვის მზადების სამოქმედო პროგრამის შესაბამისად უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს ,,კავკასიონის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის (კოდორის ხეობაში) ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი საჭირო ფინანსური რესურსებისა და დაფინანსების ვადების ჩვენებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სს ,,საქრუსენერგოს ,,კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილი 2 მლნ ლარი გამოიყენოს საკრედიტო რესურსად და იგი მიიმართოს კოდორის ხეობაში ,,კავკასიონის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის წაქცეული ანძების აღსადგენად და მიმდინარე წლის მარტში შესრულებული სამუშაოებისათვის კომერციული ბანკიდან აღებული 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით კრედიტის დასაფარავად.

3. განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სს ,,საქრუსენერგოსთან 2 მლნ ლარის ოდენობით მიზნობრივი საბიუჯეტო სესხის გამოყოფის თაობაზე.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების კვალობაზე უზრუნველყოფს სს ,,საქრუსენერგოს მიმართ რიცხული დებიტორული დავალიანების ანგარიშში ამ ორგანიზაციის მიერ 2004 წელს აღებული საბანკო სესხებისა და სახელფასო დავალიანების დაფარვას მიმდინარე წლის ბოლომდე.

5. განკარგულების მიღებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 მაისის 179 განკარგულება ,,ელექტროენერგეტიკის სექტორში ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ .

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი