საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 03/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
227
03/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 03/06/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №227

2005 წლის 3 ივნისი

. თბილისი

საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების უნიფიცირებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით აუცილებელია ქვეყანაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზის ფორმირება – მათი საერთო რაოდენობის, საქმიანობის სფეროს, მართვის ორგანოების, დასაქმებულთა რაოდენობისა და სხვა მონაცემების მითითებით. აღნიშნულის გათვალისწინებით:

1. საქართველოს სამინისტროებმა 15 დღეში ამ განკარგულებით დადგენილი წესით მთავრობის კანცელარიაში წარმოადგინონ ინფორმაცია მათ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ.

2. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და სახელმწიფო მმართველობის სხვა შესაბამის ორგანოებს 15 დღეში საქართველოს მთავრობის კანცელარიას მოაწოდონ ინფორმაცია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისა და ზემოაღნიშნულ ორგანოთა მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ.

3. განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებას;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის საფუძვლისა და დებულების (წესდების) დამტკიცების შესახებ;

გ) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ;

დ) არასაბიუჯეტო დაფინანსების მოცულობის შესახებ;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის შესახებ;

ვ) დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შესახებ.

4. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ განკარგულების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოს ქვეყანაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზის ფორმირება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინფორმაციის განსახილველად წარმოდგენა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი