ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 02/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
226
02/06/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 02/06/2005
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №226

2005 წლის 2 ივნისი

. თბილისი

ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით:

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის თხოვნა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე (ვარდების ბაღი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ქ. თბილისის მერიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

3. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ,,ვარდების ბაღის მოვლა-პატრონობა და აღნიშნულის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი