დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა „ერთიანი სამთავრობო ქსელის” შექმნის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 17/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №14
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის” შექმნის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის” შექმნის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| კახა ბენდუქიძე | - | რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| გიორგი ახალაია | - | რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი |
| ივანე გოჩიტაშვილი | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი |
| ზაზა იტრიაშვილი | - | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი |
| გიორგი კაპანაძე | - | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი |
| ზურაბ კოტარია | - | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი |
| ილია მაღალაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი |
| დავით ნატროშვილი | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე |
|
ვარლამ ტყეშელაშვილი |
- | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი |
| გიგა უმეკაშვილი | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი |
| ეკა ყუბუსიძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი |
| გიორგი შუბითიძე | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ „ ირმის ნახტომის” პროგრამის მენეჯერი |
| დავით ცეკვავა | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი |
| მიხეილ ჯანიაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმატიკის სამმართველოს უფროსი.”. |
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები