დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის №20 ლიტერიდან ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის განკარგვის მიზნით 4.8 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 01/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №151
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის № 20 ლიტერიდან ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის განკარგვის მიზნით 4.8 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს მცხეთის რაიონის გამგეობის წინადადება (გამგეობის 2006 წლის 13 მარტის № 119 დადგენილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (მიღებულია კომისიის 2006 წლის 24 მარტის სხდომაზე), რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის № 20 ლიტერიდან ამოირიცოს 4.8 ჰა მიწის ფართობი (ველობი) და გადაეცეს მცხეთის რაიონის გამგეობას ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით (ოქმი № 1).
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი), მცხეთის რაიონის გამგეობასთან ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გაფორმება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები