ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვისა და ტყით დაფარული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 30/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
145
30/03/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 30/03/2006
000000000.00.00.000000
ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვისა და ტყით დაფარული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 145

2006 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვისა და ტყით დაფარული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ბორჯომის რაიონის გამგეობის წინადადება (გამგეობის 2005 წლის 24 ნოემბრის 263 დადგენილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი 1)  ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტყის მოწყობის მასალებში ცვლილებების შეტანის შესახებ და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მიწე­ბიდან ამოირიცხოს 82,6 ჰექტარი ფართობი, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტყით დაფარული 168 ჰექტარი ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდში.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ­რსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ბორჯომის რაიონის გამ­გეო­ბასთან ერთად განახორციელოს განკარგულების პირ­ველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთების ნატურაში გა­მიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომ­ზადება-გაფორმება.

3. ბორჯომის რაიონის  გამგეობამ უზრუნველყოს სახელ­მწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული და მისთვის გა­და­ცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამო­ყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი