ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 30/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
143
30/03/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 30/03/2006
000000000.00.00.000000
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №143

2006 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. 2006 წლის 8 მარტს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA)  შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტის (Infrasturcture Pre-Investment Facilety) დაფინანსების შესახებ ხელმოწერილი ფინანსური შეთანხმების განხორციელების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ალექსანდრე ხეთაგური

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნათია თურნავა

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ჩანტლაძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ მამათელაშვილი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ენვერ ჩიჩუა

-

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

თეიმურაზ ჯუღელი

-

ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორი.

 

2. კომისიამ შეარჩიოს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსამზადებელ სამუშაოთა შემსრულებელი კომპანიები.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს ეკნერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი