ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 17/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
13
17/01/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 17/01/2007
000000000.00(0).000.000000
ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №13

2007 წლის 17 იანვარი

 ქ. თბილისი

ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 213 596 (ორას ცამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 159 774 (ას ორმოცდაცხრამეტი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში თამარაშენი-კეხვის მიმართულებით საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათების მოსაწყობად;

ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 53 822 (ორმოცდაცამეტი ათას რვაას ოცდაორი) ლარი პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში ფრისი-ერედვის მონაკვეთზე საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათების მოსაწყობად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი