დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 30/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №142
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლი კას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქონება დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო ქონება
| № | დასახელება |
მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი კვ. მ | დაკავებული მიწის ფართობი კვ. მ | ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) |
| 1. | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მინისტრთა საბჭოს ავტოფარეხი | ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. №57 | 2960,95 | 2545 | 250 000 |
| 2. | ყოფილი მრავალდარ- გოვანი პროფტექსას- წავლებლის სარგებ- ლობაში არსებული ქონება | ქ. ბათუმი, ვაჟა- ფშაველასა და ნინოშვილის ქ., 2/21 | 6123,93 | 9157 | 50 963 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები