ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 10/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
6
10/01/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 10/01/2007
000000000.00(0).000.000000
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6

2007 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

1.    2005 წლის მარტ-აპრილში სტიქიური მოვლენების შედეგად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) ეთხოვოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინოს უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი ოჯახის სახე-ლობითი სია და სათანადო დოკუმენტაცია;

გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადაცემა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ა. ბობოხიძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი