დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KFW), საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოს ენერგოსექტორის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტებით წარმოქმნილ ვალდებულებათა გადაცემის თაობაზე” სამმხრივი ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 10/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №3
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KFW), საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოს ენერგოსექტორის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტებით წარმოქმნილ ვალდებულებათა გადაცემის თაობაზე” სამმხრივი ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოს ენერგოსექტორის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტებით წარმოქმნილ ვალდებულებათა გადაცემის თაობაზე”.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დაიდოს ხელშეკრულება „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოს ენერგოსექტორის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტებით წარმოქმნილ ვალდებულებათა გადაცემის თაობაზე”, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოს ამ სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები