დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 601 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12, 27/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №601
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტი განაწილდეს შემდეგნაირად:
| 1. ქ. თბილისის მერია
| _ | 560 მილიონი იაპონური იენი
|
| მათ შორის: ქ. თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისათვის |
_ | 300 მილიონი იაპონური იენი 260 მილიონი იაპონური |
| შპს თბილისის წყლის საჭიროებისათვის | _ | იენი |
| 2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი | _ | 240 მილიონი იაპონური იენი |
ზემოაღნიშნულ უწყებათა მიერ იაპონური არასაპროექტო გრანტის 2007 წლის 1 მარტამდე აუთვისებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს გრანტის დახარჯვის სხვა ალტერნატიულ ვარიანიტს.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები