დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის № 121 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 02/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №216
2005 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
,,რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის № 121 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. განკარგულების პრეამბულაში სიტყვები: ,,მათი საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა სავარაუდოდ 620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარია“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მათი ფინანსური დახმარებისათვის საჭიროა 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი“ .
2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად ორგანიზაციული კოდით 31.05.06 ,,შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ხარჯები“ კაპიტალური ხარჯების მუხლით გათვალისწინებული – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარიდან 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი გამოყოს მუხლით ,,სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები“ .
3. განკარგულების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, სათანადო კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გაცემა და მასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ხარჯების გაწევა“ .
4. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიები სათანადო დოკუმენტაციით“ .
5. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე)“ .
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები