საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 214, 31/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
214
31/05/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 214, 31/05/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №214

2005 წლის 31 მაისი

. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს:

- იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

- საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ სატელევიზიო კლიპის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

- საფრანგეთის რესპუბლიკაში ლევილის ადგილმამულის საქართველოსათვის გადმოცემასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 12 167 (თორმეტი ათას ას სამოცდაშვიდი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით;

- რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი