დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 27/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №210
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტს ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის (300 მლნ იენი) ათვისების მიზნით, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ა. ალექსიშვილი) განისაზღვროს იაპონური არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს გრანტის ათვისების მექანიზმი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები