დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხის გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად მიჩნევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 27/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №209
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხის გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად მიჩნევის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხი მიჩნეულ იქნეს გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ,,ხობის რაიონში ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავ საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისათვის შპს ,,შავი ზღვის ტერმინალისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით 41,37 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“ და იგი ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები