დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონების მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 20/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №191
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონების მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ
სტიქიური მოვლენების შედეგად ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონების მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების გაწევის მიზნით:
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა (ლ. ნიკოლეიშვილი) გამოყოს ვერტმფრენი ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონების მაღალმთიან სოფლებში სურსათის გადასატანად.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ი. ოქრუაშვილი) გამოუყოს 138 000 (ას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები