საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 19/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
188
19/05/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 19/05/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №188

2005 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს (რომელიც წარმოადგენს ირანის გაზის ეროვნულ კორპორაციას – იგეკ) შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურირების შესახებ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის № 135 ბრძანებულების თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს (რომელიც წარმოადგენს ირანის გაზის ეროვნულ კორპორაციას – იგეკ) შორის 2002 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურირების შესახებ შეთანხმებაში დამატების შეტანის თაობაზე ხელშეკრულება წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს და ეთხოვოს მას, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი