დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 16/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №125
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში და №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხა სულ – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.
1. ქალაქ გორში გზების რეაბილიტაციისათვის – 1 056 000 (მილიონ ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი. მათ შორის:
დავით აღმაშენებლის გამზირი, სამგორის, იოსებიძის, წერეთლის, თარხნიშვილის, გარსევანიშვილის, ჯორბენაძის, ყიფიანის, ყაზბეგის ქუჩები; ასევე ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ტერიტორიის ასფალტის საფარით მოპირკეთება.
2. გორის რაიონის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების გზების რეაბილიტაციისათვის – 1 944 000 (მილიონ ცხრაას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი. მათ შორის:
ზეღდულეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ზეღდულეთი-ბერშუეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;
შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 350 000 ლარი;
ტყვიავის საკრებულოს ტერიტორიაზე ფლავი-ფლავისმანის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 460 000 ლარი;
ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;
ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;
ნიქოზი-შინდისი-ვარიანის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირების პროგრამა – 554 000 ლარი.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები