საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 09/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
112
09/03/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 09/03/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 112

2006 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და განვითარების პარტნიორებს შორის სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ერთიანი დაფინანსების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს; შვედეთსა და საქართველოს მთავრობას შორის სპეციალურ შეთანხმებას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შორის შეთანხმებას; საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს საერთაშორისო დეპარტამენტს შორის სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს.

2. გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ზ. ნოღაიდელი