დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 11/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №181
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით:
1. ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის სს „ ყაზბეგგაზის“ მიერ 2005 წლის მარტში მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 1 002 653 (ერთი მილიონ ორი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარი საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის გადასარიცხად.
2. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ და სს „ ყაზბეგგაზმა“ უზრუნველყონ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ასახვა შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებზე.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ-ლებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები