„არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
96
28/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 28/02/2006
000000000.00.00.000000
„არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 96

2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი და გარემოსათვის ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ბავშვთა დაცვისა და დეინსტი­ტუციონალიზაციის სამთავრობო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილების შესაბამისად:

1. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი და გარემო­სათვის ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსას-ყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №69 განკარგულებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

21. ამ განკარგულებით გადაცემული ქონება არასამთავ­რობო ორგანიზაცია ბავშვი და გარემოს გადაეცემა იმ პირობით, რომ ქონება არ იქნება გამოყენებული ბავშვისათვის ზრუნვის სადღეღამისო მომსახურების მიზნით. ამ განკარგუ­ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების არსე­ბი­თად სადღეღამისო მომსახურებისათვის გამოყენება არის შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტისა და უზუფრუქტით გადაცემული ქონების კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ჩამორთმევის საფუძველი. .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი