„ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
178
08/05/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
000000000.00(0).000.000000
„ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №178

2005 წლის 8 მაისი

. თბილისი

 „ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საფუძველზე, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობასა და აღჭურვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” (შემდგომში – რეზიდენცია)” შეიცვალოს სიტყვებით `ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი” (შემდგომში – კომპლექსი)”;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვებით ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი - საქარველოს პრემიერ-მინისტრი, კომისის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

კახა თოდუა - შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის” დირექტორი

კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გიგი უგულავა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

დავით საყვარელიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი

ოთარ ქველიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქ. თბილისის მერი.

დ) მე-5 პუნქტის ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა რეზიდენციის”;

ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ”, ე” და ვ” ქვეპუნქტები:

დ) კომპლექსის საპროექტო დავალების ახალი რედაქციით დამტკიცება;

ე) კომპლექსის პროექტის შეთანხმება;

ვ) კომპლექსის ხარღთა ნუსხის შეთანხმება.”

2. ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექცის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცის საპროექტო დავალების” ტექსტში სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვებით - ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი”, ხოლო სიტყვა რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვით - კომპლექსი”;

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი