დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ტბისში ალგეთის წყალსაცავის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №93
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ტბისში ალგეთის წყალსაცავის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. დაკმაყოფილდეს თეთრი წყაროს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეცეს ნებართვა თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ტბისში ალგეთის წყალსაცავის ქვედა ბიეფში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 345 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „ ლამპარისათვის“ 1.1 მგვტ სიმძლავრის „ ალგეთის ჰესის“ ასაშენებლად აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. თეთრი წყაროს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები