ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
175
08/05/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
000000000.00(0).000.000000
ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №175

2005 წლის 8 მაისი

. თბილისი

ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციელე ბელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ფალსიფი­ცირებული ღვინით ვაჭრობა, რაც დიდ პრობლემებს უქმნის როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეებს, ისე მომხმარებლებს.

ქვეყანაში ფალსიფიცირებული ღვინით ვაჭრობის ფაქტე­ბის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ.სვი­მონიშვილი) შექმნას ერთობლივი ჯგუფი სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის წარმომადგენელეთა მონაწილეობით და განუსა­ზღვროს მას სამოქმედო გეგმა.

2. შესაბამისმა უწყებებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შექმნილ ჯგუფს აღმოუჩინონ ქმე­დითი დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი